четверг, 5 апреля 2018 г.

კურსის მიზანი: ტრენინგკურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. 

კურსის მნიშვნელობა: საქართველოს სკოლებშიკომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად აქცია. ინფორმაციული ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდა ყველა ასაკის მოსწავლისათვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუტრებით აქტუალური ხდება შეკითხვა: როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში? მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნერბისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.

სამიზნე ჯგუფი: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.

კურსის ხანგრძლივობა: კურსის სრული ხანგრძლივობაა 8 ოთხსაათიანი ტრენინგ-დღე.

სერტიფიკატის მიღების პირობები: 
  • სულ ცოტა, 7 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
  • მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში; 
  • კურსის ბოლოს ელექტრონული პორტფოლიოს გამოქვეყნება.